დავით უსუფაშვილი - ვფიქრობ, მე და გუბაზ სანიკიძე სხვადასხვა ფლანგიდან გავაგრძელებთ ქვეყნის სამსახურს

ვფიქრობ, მე და გუბაზ სანიკიძე სხვადასხვა ფლანგიდან გავაგრძელებთ ქვეყნის სამსახურს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, შეხვდა თუ არა გუბაზ სანიკიძეს, უსუფაშვილმა უპასუხა, რომ ის და გუბაზ სანიკიძე ჯერ კიდევ მოქმედი პარლამენტის წევრები არიან, ამიტომ გამორიცხული არ არის, ამ დღეებში კიდევ შეხვდნენ.

„მე და გუბაზ სანიკიძე ჯერ კიდევ მოქმედი პარლამენტის წევრები ვართ, ასე რომ, ამ დღეებში შეიძლება კიდეც შევხვდეთ. რაც შეეხება მომავალს, დარწმუნებიული ვარ, რომ გუბაზ სანიკიძესთან მექნება ისეთივე სათანამშრომლო და ძალიან კეთილგანწყობილი ადამიანური ურთიერთობა, რაც მქონდა თითქმის 25 წლის განმავლობაში. რაც შეეხება პოლიტიკურ გზებს, მე ვვარაუდობ, რომ ჩვენ სხვადასხვა ფლანგიდან გავაგრძელებთ ქვეყნის სამსახურს, ისევე პროდუქტიულად, როგორც დღემდე, მაგრამ ალბათ უფრო სხვადასხვა ფლანგიდან“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

“ეროვნული ფორუმის” უკვე ყოფილი წევრი გუბაზ სანიკიძე პარლამენტის მოქმედ თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს ორჯერ შეხვდა. როგორც სანიკიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, უსუფაშვილთან პოლიტიკურ გეგმებზე საუბარი არ ყოფილა.

”უსუფაშვილს ორჯერ შევხვდი, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ არაფერი იცის. ჩვენ გვქონდა საერთო შეფასებითი საუბარი. ეს გადაწყვეტილება შეთანხმებული იყო მხოლოდ „ეროვნული ფორუმის“ პოლიტსაბჭოსთან. დავით უსუფაშვილთან ამაზე საუბარი არ მქონია”, - განაცხადა სანიკიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია