ჟურნალი ,,ბომონდი" 20 წლის იუბილეს აღნიშნავს

სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ჟურნალ ,,ბომონდის" 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს. საიუბილეო საღამოზე წარმოდგენილია ჩვენება-პერფორმანსი “AG By Datuna”. ეს კოლექცია შეიქმნა კონცეპტუალური ბრენდისთვის AG, რომელზეც დიზაინერმა დათუნა სულიკაშვილმა იმუშავა, ხოლო მის ნაქარგებზე - დედა სიდონიამ და ბომონდის საიუბილეო საღამოს მიეძღვნა. კოსტიუმები ექსკლუზიურია.

ჩვენებას წარმოადგენენ ძველი თაობის მოდელები: თაკო ჩხეიძე, კრისტი ყიფშიძე, თიკა ფაცაცია, ნინო ცქიტიშვილი, რუსა ჩაჩუა და სხვ. საღამოს მეორე ნაწილი ფურშეტსა და სიურპრიზებს დაეთმობა.

ჟურნალ „ბომონდის" რედაქტორის, თეა აგლაძის თქმით, დღევანდელი საღამოს მოსამზადებლად დიდი შრომაა გაწეული. გამოიცა „ბომონდის“ სპეციალური ნომერი, რომელიც ჟუნალის 20-წლიან მოღვაწეობას ასახავს.

„საკმაოდ დიდი მოსამზადებელი პერიოდი დასჭირდა ამ საღამოს მომზადებას, რადგან ამოცანა იყო ძალიან რთული - ის უნდა ყოფილიყო ძალიან სადა და მომხდარიყო იმ ადამიანების მაქსიმალური ჩართულობა, რომლებიც ქმნიდნენ ,,ბომონდის" ისტორიას. ვფიქრობ, კარგი საღამოა და ხალხი არის ამაღლებულ განწყობაზე. 20-წლიან ისტორიას დაემთხვა მეასე საიუბილეო ნომერი, რომელიც არის საინტერესო, რადგან მასში აღწერილია ჟურნალის ისტორია. „ბომონდი" არის ბრენდი“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ თეა აგლაძემ.

ჟურნალი „ბომონდი“ 20 წელია, რაც ბაზარზე არსებობს და ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა ბეჭდური მედიის ამ სეგმენტში.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე