დემეტრე ეგნატაშვილი - უნივერსიტეტში საარჩევნო უბნების დახურვის გამო, სტუდენტების დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დემეტრე ეგნატაშვილის განცხადებით, უნივერსიტეტში საარჩევნო უბნების დახურვის გამო, სტუდენტების დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ოთხივე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი კვლავ შეჩერებულია. ეგნატაშვილის განცხადებით, საარჩევნო პროცესი მხოლოდ მაშინ გაგრძელდება, თუ აქციის მონაწილეები აღნიშნული უბნების ტერიტორიას დატოვებენ. კერძოდ, მათ პიკეტირებული აქვთ აუდიტორიის კარები, სადაც კენჭისყრა მიმდინარეობს.

23-ე აუდიტორიასთან რამდენიმე წუთის წინ ეგნატაშვილი იმყოფებოდა, სადაც აქციის მონაწილეებს გაესაუბრა და მათ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. უარის მიღების შემდეგ ეგნატაშვილი ითხოვდა აუდიტორიაში შესვლის უფლებას, რისი საშუალებაც აუდიტორიის კარებთან მყოფმა აქციის მონაწილეებმა არ მისცეს.

„აუდიტორია 115”-ის წევრმა გიორგი ჯავახაძემ კითხვით მიმართა ეგნატაშვილს, რატომ დაკეტეს უნივერსიტეტის კარი. ეგნატაშვილმა განაცხადა, რომ უნივერსიტეტის პირველ კორპუსში აქციის მონაწილეები ხმის გამაძლიერებლებით შევიდნენ, რაც ქმნიდა ეჭვის საფუძველს, რომ საარჩევნო პროცესი ჩაიშლებოდა.

დემეტრე ეგნატაშვილმა უბნებზე კენჭისყრის პროცესის შეჩერების გამო, პასუხისმგებლობა აქციაში მონაწილე სტუდენტებს დააკისრა და განაცხადა, რომ ყველა მათგანი აგებს პასუხს.

”პასუხისმგებლობა გულისხმობს იმას, რომ ეს სტუდენტები თავის თანაკურსელებს არ აძლევენ საშუალებას მონაწილეობა მიიღონ კენჭისყრის პროცესში და არღვევენ უნივერსიტეტის წესებს. ამ საკითხზე უნივერსიტეტში შესაბამისი ორგანოები იმსჯელებენ და შესაბამისი რეაქცია იქნება. მომავალში თუკი რომელიმე სტუდენტის სტატუსით ვეღარ ისარგებლებს, ეს მათი ბრალი იქნება. სტუდენტური ეთიკის ნორმების და სხვა დისციპლინარული ნორმების დარღვევა შესაძლებელია გახდეს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი”, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას დემეტრე ეგნატაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია