ანკარას ვიცე მერი - ყირიმის ბლოკადა მიუღებელია

თურქეთის დედაქალაქის ანკარას ვიცე-მერმა აჰმეტ ტუნჩმა განაცხადა, რომ ყირიმის ნახევარკუნძულის ბლოკადა მიუღებელია და რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა მიაქციოს ყურადღება ამ ფაქტს.

ტუნჩის თქმით, განსაკუთრებულ აღშფოთებას იწვევს წყლისა და ენერგეტიკული ბლოკადა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს არაადამიანური მიდგომაა. საერთაშორისო თანამეგობრობამ ყურადღება უნდა მიაქციოს ასეთ ქმედებებს, ვინაიდან საჭიროა უბრალო ხალხის, ქალებისა და ბავშვების უფლებების დაცვა“, - განაცხადა ანკარას ვიცე-მერმა ყირიმში საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო RUSSIA TODAY -ს პრესკონფერენციაზე.

თურქი პოლიტიკოსებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლების დელეგაცია ყირიმს ვიზიტით ოთხშაბათს საღამოს ეწვია. დელეგაცია 22 ადამიანისგან შედგებოდა, მათ შორის, თურქეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი იბრაჰიმ ერილი, ანკარას ვიცე მერი აჰმეტ ტუნჩი.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია