აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ დავით გაბაიძე აირჩიეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ 36 წლის დავით გაბაიძე აირჩიეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, დღეს აჭარის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს პირველი სხდომა გაიმართა, რომელზეც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმდჯომარედ 36 წლის დავით გაბაიძე აირჩიეს.

დავით გაბაიძე პროფესიით იურისტია (ი. ჯავახიშვილის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი), ასევე აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატის მედიაციის ცენტრის მედიატორი; შპს ,,ბათუმის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის“ არბიტრი და სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრი.

2014 წლიდან მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსად. იყო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (2006-2007), სსიპ „ბათუმის ზღვისპირა პარკის“ იურიდიული განყოფილების უფროსი (2005-2006), მუშაობდა სხვადასხვა კერძო კომპანიებში იურისტად.

2013 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით; 2004 - ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა – საერთო სპეციალიზაციით.

ასწავლის სხვადასხვა უნივერსიტეტში, მათ შორის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბათუმის უმაღლეს საფინანსო სკოლასა და გრ. რობაქიძის უნივერსიტეტში. არის სამეცნიერო სტატიების ავტორი.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს