საქართველოში ამ დროისთვის, ლაბორატორიულად გრიპის 46 შემთხვევაა დადასტურებული

საქართველოში ამ დროისთვის, გრიპის 46 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, წელს, A ტიპის H3 ვირუსი ცირკულირებს, თუმცა რამდენიმე დღის წინ გამოვლინდა B ტიპის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული ერთი შემთხვევაც.

მისი განმარტებით, A ტიპის H3 ვირუსი შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს და ძლიერი გართულებებით არ გამოირჩევა, როგორც H1N1.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, როგორც მოზრდილთა, ასევე ბავშვთა სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობა მომატებულია.

რაც შეეხება ქვეყანაში ავადობის გავრცელების მაჩვენებელს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, გავრცელების მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 254 დაავადებულს შეადგენს.

”მოგეხსენებათ, საქართველოსთვის ეპიდემიური ზღვარი სხვადასხვა წელს სხვადასხვა არის, მაგრამ ძირითადად, ის 100 000 მოსახლეზე 500-სა და 600-ს შორის მერყეობს, ანუ ჩვენ დღეისთვის სადღაც, ეპიდემიური ზღვარის ნახევარზე ვართ”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, რთული შემთხვევების რაოდენობა მომატებული არ არის, თუმცა საერთო ჰოსპიტალიზაციაში გრიპისა და გრიპის გართულებებით გამოწვეული დაავადებებით ჰოსპიტალიზაციის წილი, დაახლოებით 16%-ია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს