მიმოქცევაში ახალი საფოსტო მარკები გამოვიდა

მიმოქცევაში ახალი საფოსტო მარკები გამოვიდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, 7 ახალი საფოსტო მარკა დღეიდან მიმოქცევაშია.

სამინისტროს ინფორმაციით, მარკებზე გამოსახულია კურორტები და საქართველოს ღირსშესანიშნავი ძეგლები.

„2016 წლის 15 დეკემბრიდან მიმოქცევაში ახალი საფოსტო მარკები გამოვიდა. ქართული მარკები 4 თემატიკის 7 ახალ საფოსტო მარკას მოიცავს. ახალი მარკები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიას შესაბამისი ბრძანებით გამოიცა. მარკები რამდენიმე თემას აერთიანებს: ,,მესტია“, „ბაკურიანი“, „გუდაური“; ”ივანე ჯავახიშვილის 140 წელი“; „ალავერდის საკათედრო ტაძარი“; „კოლხური ჯონჯოლი“; „ალავერდის საკათედრო ტაძარი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ახალი საფოსტო მარკების შეძენა შესაძლებელია შპს „საქართველოს ფოსტა“-ს სერვის ცენტრებში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა