თბილისში ისრაელის დიპლომატიური მხარდაჭერისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

ისრაელის ოფიციალური დელეგაციის მონაწილეობით, 25 დეკემბერს, თბილისი ისრაელის დიპლომატიური მხარდაჭერის ახალი მოდელის - ჰასბარას პირველ საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ისრაელის სახლიდან“ აცნობეს, 23 დეკემბერს თბილისს ეწვია წარმომადგენლობითი დელეგაცია ისრაელიდან: პარლამენტის (ქნესეთის) ვიცე-სპიკერები: ხილიკ ბარი და ტალი პლოსკოვი, ქნესეთის მმართველი კოალიციის ხელმძღვანელი დავიდ ბიტანი, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ციპი ხოტოველი, ისრაელის წამყვანი ტელეკომპანიებისა და საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლები, „ვაშინგტონ პოსტის“ (აშშ) ანალიტიკოსი, ბიზნესმენები, ასევე, ევროპაში ისრაელის მხარდამჭერი ორგანიზაციებისა და მსოფლიო ებრაელობის ლიდერები გერმანიიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან, პოლონეთიდან.

„ისრაელის სახლი“ საქართველოში „საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის“ პრეზიდენტის, იციკ მოშეს ინიციატივითა და ქნესეთის მონაწილეობით სამი წლის წინათ შეიქმნა და ისრაელს გარეთ ჰასბარას გააქტიურებასა და ქვეყნებს შორის ორმხრივი კავშირების გაღრმავებას ისახავს მიზნად.

„ისრაელის სახლის“ ინფორმაციით, 25 დეკემბერს, 09.00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ ისრაელის საერთაშორისო გამოწვევების, ჰასბარასა და გაფართოებული ახლო აღმოსავლეთის საკითხებისადმი მიძღვნილ ფორუმს დაეთმობა. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ციპი ხოტოველი და ქნესეთის ვიცე-სპიკერი ხილიკ ბარი ისრაელის სამეზობლო პოლიტიკის შესახებ მოხსენებით გამოვლენ. ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენელთა პოზიცია თემისადმი ორ განსხვავებულ მიდგომას შეეხება.

საერთაშორისო ფორუმს ისრაელის დელეგაცია, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიტიკის ანალიტიკოსები, აღმოსავლეთმცოდნეები, სტუდენტები დაესწრებიან.

თბილისში ვიზიტისას დაგეგმილია, ასევე, ისრაელის დელეგაციისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა მონაწილეობით ისრაელური 3-მილიონიანი ინვესტიციით აშენებული ობიექტის გახსნა.

ვიზიტის დასასრულს ისრაელის ელჩთან შაბთაი ცურთან შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის