ადვოკატი - სასამართლომ დაადგინა, რომ რომან შამათავას პაატა ქარდავასა და დავით ცინდელიანის მკვლელობა არ ჩაუდენია

სასამართლომ დღევანდელი გადაწყვეტილებით, დაადგინა, რომ რომან შამათავას, პაატა ქარდავასა და დავით ცინდელიანის მკვლელობა არ ჩაუდენია, - ამის შესახებ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილი უფროსის რომან შამათავას ადვოკატმა გია გოროზიამ დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გოროზიამ აღნიშნა, სასამართლომ დაადგინა, რომ შამათავამ სცადა აღნიშნული პირების მკვლელობა, თუმცა ადვოკატი მიიჩნევს, რომ სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებაც უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

„ვფიქრობთ, რომ არავითარი მტკიცებულება არ იყო ამ შემთხვევაში. გაურკვევალია, რა მტკიცებულებებით დაადგინა აღნიშნული გარემოება მოსამართლემ, ჩვენ სასამართლო პროცესებზე როგორც ჩვენი მოწმეების, ასევე ბრალდების მოწმეებით დავადასტურეთ, რომ აღნიშნული პირები, ვისზეც არის საუბარი, ქარდავაზე და ცინდელიანზე, იმყოფებოდნენ იმ პერიოდში აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ჩვენი აზრით, დღესაც იქ იმყოფებიან. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მკვლელობის მცდელობა არავითარ მტკიცებულებებს არ ეყრდნობა“, - განაცხადა გია გოროზიამ.

ადვოკატის ინფორმაციით, კანონით დადგენილ ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომან შამათავასთვის 8 წლის თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებით, სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ.

კუდ-ის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა სასამართლომ პაატა ქარდავასა და დავით ცინდელიანის საქმეზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, რომან შამათავა დამნაშავედ იქნა ცნობილი დავით ცინდელიანისა და პაატა ქარდავასთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალში. რაც შეეხება განზრახ მკვლელობას, მოსამართლემ აღნიშნული მუხლი განზრახ მკვლელობის მუხლში გადააკვალიფიცირა და ორივე ეპიზოდზე რომან შამათავას 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ამნისტიის შესახებ კანონის თანახმად, მას სასჯელის ვადა შეუმცირდა და საბოლოოდ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია