მამუკა ღლონტი - ”მაესტროს” ჟურნალისტების ძალიან მცირე ნაწილს გადაიყვანენ ”იმედზე”, დანარჩენებს ქუჩაში გაყრიან

”მაესტროს” ჟურნალისტების ძალიან მცირე ნაწილს გადაიყვანენ ”იმედზე”, დანარჩენებს გაყრიან ქუჩაში, ან საახალწლოდ, ან ახალი წლების შემდეგ”, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” შპს ”სტუდია მაესტროს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა განუცხადა.

ღლონტის თქმით, მას ”მაესტროზე” დარჩენილი მცირე პროცენტული წილიდან გამომდინარე პროცესის შეჩერება არ შეუძლია. ღლონტის განცხადებით, პროგნოზები, რომელიც ერთი წლის წინ ჰქონდა, გამართლდა. “სტუდია მაესტროს” დამფუძნებლის განცხადებითვე, გია გაჩეჩილაძე მარიონეტია, რომელიც თავიდანვე ”იმედის” დაკვეთას ასრულებდა.

“ ერთი წლის წინ ვამბობდი, რომ ”იმედმა” იყიდა ”მაესტრო” შესაბამისად, ჩემი პოზიცია ცნობილი ერთი წლის წინ იყო, რომ იქ არავითარი გაჩეჩილაძეები არ იყვნენ, იქ იყო ”იმედი”. თქვენ თუ გსურთ, მე მარიონეტ გაჩეჩილაძეზე ვისაუბრო გეტყვით, რომ აბსოლიტურად არ მაქვს სურვილი, ვილაპარაკო ადამიანზე, რომლის ნათქვამსაც აბსოლიტური აზრი არ აქვს, არც ჩემთვის და არც დანარჩენი სამყაროსთვის.

”მაესტროში” კადრების წმენდა გაგრძელდება, რადგან საინფორმაციო სამსახური დაიხურება. ”მაესტროს” ჟურნალისტების ძალიან მცირე ნაწილს ”იმედზე” გადაიყვანენ და დანარჩენებს გაყრიან ქუჩაში, ან საახალწლოდ, ან ახალი წლების შემდეგ.

მე რა უნდა გავაკეთო, რა შემიძლია ჩემი პროცენტით, რომ რაიმე დავაპირო, “მაესტროს” ჟურნალისტებს თავის დროზე პრინციპულობა რომ გამოეჩინათ შეიძლება თავისი ნებით აღმოჩენილიყვნენ ქუჩაში და ეს ბევრად უკეთესია ვიდრე სხვისი ნებით, რომ აღმოჩნდებიან ქუჩაში”, - აცხადებს ღლონტი.

მედიაჰოლდინგმა „იმედი” ტელეკომპანიების - „მაესტროსა“ და GDS-ის შეძენასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. „იმედის“ინფორმაციით, „მაესტროსთან“ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და 2017 წლის იანვრიდან ტელეკომპანია "მაესტრო" გახდება ჰოლდინგ “იმედის“ შემადგენელი ნაწილი, GDS-ის ნაწილის შეძენასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები კი დასასრულს უახლოვდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს