გია გაჩეჩილაძე - ”მაესტროს” სარჩენი ფული საკუთარი ჯიბიდან მომქონდა, როცა გამიჭირდა, გადავეცი ადამიანს, ვისაც ამის საშუალება აქვს

გია გაჩეჩილაძემ შპს ”სტუდია მესტროს” წილი გაყიდა. ამის შესახებ გია გაჩეჩილაძემ ”TV პირველის” ეთერში განაცხადა.  როგორც ”მაესტროს” წილების საკონტროლო პაკეტის ყოფილმა მფლობელმა განაცხადა, მას ტელევიზიის სარჩენი ფული არ ჰქონდა და შესაბამისად, ისეთ ადამიანზე გაასხვისა, ვისაც ”მაესტროს” როგორც რჩენის, ასევე განვითარების საშუალება აქვს.

”არაფერი უკანონო არ მომხდარა. ადამიანებმა, ვინც ფლობდნენ ”მაესტროს” წილებს, გაყიდეს საკუთარი წილები. ქალბატონმა ინა გუდავაძემ შეიძინა ეს წილი, გააკეთა მედია ჰოლდინგი. მეც მივეხმარე, ვიყავი ამ პროცესებში ჩართული, რომ ეს წილი არ წასულიყო ”რუსთავი 2”-სკენ. ამიტომ ჩავერიე მე, რომ არ გაერთიანებულიყო ”მაესტრო” ”რუსთავი 2”-თან. მინდოდა, რომ ეს ბიზნესკომბინაცია შემდგარიყო. მე ”მაესტროს” მფლობელი აღარ ვარ. ”მაესტროს” მფლობელია ინა გუდავაძე. ”მაესტროს” სარჩენი ფული ძალიან დიდი ხანია საკუთარი ჯიბიდან მომქონდა და როცა გამიჭირდა და აღარ მაქვს ფიზიკურად საშუალება ტელევიზია ვარჩინო, გადავეცი ადამიანს ვისაც ამის საშუალება აქვს”, - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

შეგახსენებთ, რომ ამ განცხადების გაკეთებამდე რამდენიმე საათით ადრე ”ინტერპრესნიუსთან” საუბარში გია გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ არ აპირებდა ”მაესტროს” გაყიდვას.

”მე არ ვაპირებ ”მაესტროს” გაყიდვას არავითარ შემთხვევაში. უბრალოდ დიდი მედია-ჰოლდინგი კეთდება, რომელსაც ექნება ერთი ბიუჯეტი. აქ არ გაერთიანდებიან მხოლოდ ტელევიზიები, რადიოებიც იქნება გაერთიანებული, გაზეთები და ა.შ. რადიოებსა და გაზეთებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. შეიძლება ჰოლდინგში რადიო ”იმედი” და რადიო ”უცნობი” შევიდეს. ვნახოთ, ჯერჯერობით მოლაპარაკებები მიდის”, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო