პოეტ მიშო ტყებუჩავას დედა შვილის ინდოეთიდან დასაბრუნებლად დახმარებას ითხოვს

პოეტ მიშო ტყებუჩავას დედა თამარ ლორთქიფანიძე შვილის ინდოეთიდან დასაბრუნებლად დახმარებას ითხოვს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თამარ ლორთქიფანიძემ განუცხადა, კომპანია “Flydubai“-მმის შვილს საქართველოში გამომგზავრებაზე ჯერ ელექტრონული ვიზის პირობების დარღვევის გამო უთხრა უარი, შემდეგ კი უარის მიზეზად თვითმფრინავში უადგილობა დაასახელა. მისივე თქმით, მიშო ტყებუჩავა ბოლო სამი დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

„ცრემლი არ გამშრობია ამ ახალ წელს, აღშფოთებული ვარ მომხდარის გამო. ადამიანი გასართობად კი არ იყო წასული, ოპერატორთან ერთად ოთხი ქვეყანა - ინდოეთი, ტაილანდი, მალაიზია და შრილანკა მოიარა, მულტიკულტურული ურთიერთობების შესახებ უნიკალური, ექსკლუზიური მასალა მოჰქონდა.

ინდოეთში აიღო ტაილანდის ვიზა, იქიდან შრილანკაში ჩავიდა, შემდეგ მალაიზიაში და ბოლოს ისევ ინდოეთში, გოაში. ინდოეთიდან საქართველოში დასაბრუნებლად ელექტრონული ვიზა ჰქონდა, რის გამოც ავიაკომპანია “Flydubai“-მ გამოფრენის საშუალება არ მისცა. კომპანიაში უთხრეს, ელექტრონული ვიზით რომ იყავი წასული, ინდოეთი არ უნდა დაგეტოვებინაო. ამის შესახებ ჩემი შვილი გაფრთხილებული არ იყო. მოხდა ერთი გაუგებრობაც, ოპერატორი ცუდად გახდა აეროპორტში, თვითმფრინავში ასვლა არ შეეძლო, მას გადაუცვალეს ბილეთი, მაგრამ ავტომატურად, ისე რომ ჩემ შვილს არ ჰკითხეს, მასაც გადაუცვალეს ბილეთი.

29-ში უნდა ჩამოსულიყო, მერე 2-ში ჰპირდებოდნენ, მაგრამ გადატვირთული ავიარეისების, ანუ თვითმფრინავში უადგილობის გამო ვერ ბრუნდება. მესამე დღეა შიმშილობს სახლში დაბრუნების მოთხოვნით. სანამ თვითმფრინავში არ ჩავჯდები, არ შევჭამ არაფერსო. საქმეში ჩართულია საქართველოს ელჩი ინდოეთში, რომელმაც არც ერთი წამით არ მიატოვა და აგვარებს ბიუროკრატიულ დეტალებს“, - აღნიშნა თამარ ლორთქიფანიძემ.

თამარ ლორთქიფანიძე დახმარების თხოვნით კომპეტენტურ უწყებებს მიმართავს.

მიშო ტყებუჩავამ სოციალურ ქსელში საპროტესტო პლაკატებიც გამოფინა, წარწერებით - „წამიყვანეთ სახლში“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა