ვასილ მაღლაფერიძე - საზოგადოებრივი მაუწყებელი ქართული მედია სივრცის უპირობო ლიდერი და ფლაგმანი უნდა გახდეს

საზოგადოებრივი მაუწყებელი ქართული მედია სივრცის უპირობო ლიდერი და ფლაგმანი უნდა გახდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატმა ვასილ მაღლაფერიძემ განუცხადა, რომელიც დღეს ბორდის წევრებს ხვდება.

მაღლაფერიძის თქმით, ის წინასწარ არ აპირებს საუბარს იმ ნაბიჯებზე, რომელსაც გადადგამს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტზე დანიშვნის შემთხვევაში, ვინაიდან ბორდის წევრებთან გასაუბრებამდე პრესკონფერენციის მოწყობას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

რაც შეეხება იმას, რომ საზოგადოების ნაწილი მას ხელისუფლებასთან აფილირებულად მიიჩნევს, მაღლაფერიძე აცხადებს, რომ რამდენიმე მედიასაშუალება ამ თემაზე დაჟინებით აპელირებს.

”საზოგადოების ნაწილი ალბათ მართლაც ასე აღიქვამს. რამდენიმე მედიასაშუალება დაჟინებით აპელირებს ამ თემაზე, თავის დაცვას არ ვაპირებ. თუ ასეთი შეკითხვები იქნება შეხვედრაზე, მე მზად ვარ საბჭოს მოვახსენო პასუხი. საბჭოს სხდომა ღიაა და თუ საუბარი იქნება ამაზე, მე მზად ვარ პასუხი გავცე”, - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

რაც შეეხება იმას, თუ ვის მიიჩნევს კონკურენტად, მაღლაფერიძე აცხადებს, რომ კანდიდატის მიმართ დიდი პატივისცემით არის გამსჭვალული და ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც ერთმანეთს ჭადრაკს ეთამაშებიან, არამედ გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდი იღებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატების ღია კონკურსის მეორე ტურში 5 კანდიდატი გადავიდა. მეორე ტურში გადასული კანდიდატები არიან: ზაალ ანჯაფარიძე, რომელმაც 6 ხმა მიიღო, ვასილ მაღლაფერიძე, რომელმაც 6 ხმა მიიღო, ნინო ზაუტაშვილი 5 ხმით, თინათინ ბერძენიშვილი და ნათია კუპრაშვილი 8-8 ხმით. კანდიდატების ნაწილთან გასაუბრება გუშინ გაიმართა, ნაწილთან კი დღეს გაიმართება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია