საქართველოს მოქალაქე მიხეილ ტყებუჩავა, რომელიც სამშობლოში დაბრუნების მოთხოვნით ინდოეთის ქალაქ გოაში შიმშილობდა, სამშობლოში დღეს დაბრუნდება.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს საელჩომ რამდენიმე დღიანი ინტენსიური მოლაპარაკება აწარმოა კომპანია „ფლაი დუბაის“ დელის ოფისთან. მათივე ცნობით, საქართველოს საელჩო ინდოეთში გააგრძელებს შემდგომ თანამშრომლობას შესაბამის მხარეებთან, ინციდენტის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით.
”საქართველოს ელჩის ინდოეთში, არჩილ ძულიაშვილის წყალობით და თანადგომით, დღეს მოვფრინავ, თუ ისევ არ გამომაბრუნეს. იმედია ავალ თვითმრინავში და დავბრუნდები მონატრებულ სამშობლოში. დღეს ღამის პირველზეა ფრენა. უღრმესი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის და ასეთი სითბოსთვის. მიყვარხართ. დანარჩენს რომ ჩამოვალ მანდ ჩაგიკრავთ გულში. იმედია შობას სახლში ვიქნები“, - აცხადებს მიხეილ ტყებუჩავა.