”საქართველოს ბანკის ”sCool card-ს საერთაშორისო სტანდარტის პროდუქტის წოდება მიენიჭა

”საქართველოს ბანკის” sCool card-ს საერთაშორისო სტანდარტის პროდუქტის წოდება მიენიჭა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”საქართველოს ბანკიდან” აცნობეს, ორგანიზაციამ Child and Youth Finance International (CYFI) sCool card-ს ერთი წლის ვადით, საერთაშორისო სტანდარტის პროდუქტის ლოგო მიანიჭა. ამასთან, ”საქართველოს ბანკის” პლასტიკური ბარათი sCool card-ი, საერთაშორისო ორგანიზაციის (CYFI) მიერ, ხუთ საუკეთესო პროდუქტს შორის დასახელდა, კატეგორიაში - „საბავშვო მეგობრული საბანკო ბარათი“ და გადაეცა The Global Inclusion Award 2016 -ის ჯილდო.

”საერთაშორისო ორგანიზაციის (CYFI) წევრები არიან 132 ქვეყნიდან - როგორც ბანკები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა. ორგანიზაციის მიზანია, ხელი შეუწყოს, ბავშვებისა და ახალგაზრდების განვითარებას, ფინანსური და სამეწარმეო უნარების კუთხით. ასევე, ადრეულ ასაკშივე მოხდეს მათთვის ფინანსური განათლების მიწოდება, ისეთ თემებზე, როგორიც არის ფულის შეგროვება და მიზანმიმართული ხარჯვა”, - განმარტავენ ”საქართველოს ბანკში”.

მათივე ინფორმაციით, sCool card-ი ”საქართველოს ბანკის” მიერ მოსწავლეებისთვის შექმნილი უნიკალური პლასტიკური სადებეტო ბარათია, რომელსაც უკონტაქტო ფუნქციაც აქვს. აღსანიშნავია, რომ sCool Card-ს აქვს მრავალმხრივი უპირატესობა, როგორც მოსწავლისთვის ასევე მშობლისთვის.

”სკოლის მოსწავლეებს საშუალება აქვთ, ადრეული ასაკიდანვე, ისწავლონ თანამედროვე საბანკო პროდუქტებით სარგებლობა, ფულის რაციონალურად ხარჯვა და შეიძინონ ახალი უნარ-ჩვევები. თავის მხრივ, მშობელს შესაძლებლობა აქვს, შვილს აღარ გაატანოს სკოლაში ნაღდი ფული; გააკონტროლოს დღის განმავლობაში ბავშვის მიერ დახარჯული თანხის მიზნობრიობა და ოდენობა, მიღებული SMS-ების საშუალებით. ასევე, სურვილისამებრ თავად განსაზღვროს sCool Card-იდან ნაღდი თანხის გატანის შესაძლებლობა ან გადახდისა და განაღდების ყოველდღიური ლიმიტი”, - განმარტავენ ”საქართველოს ბანკში”.

მათივე ცნობით, დამატებითი ინფორმაცია უნიკალური sCool card-ის შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე - www.scoolcard.ge

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა