„ბიბლუსი გალერეაში“ რობერტ გელბრეითის წიგნის – “გუგულის ძახილის” პრეზენტაცია გაიმართა

დღეს, „ბიბლუსი გალერეაში“ რობერტ გელბრეითის წიგნის – “გუგულის ძახილის” პრეზენტაცია გაიმართა. ”გუგულის ძახილი“ გამომცემლობა პალიტრა L–ის სერია “ტოპ თრილერის“ ფარგლებში გამოიცა.

წიგნის შესახებ მწერალმა ალექსანდრე ლორთქიფანიძემ და ბლოგერმა მიხეილ სამხარაძემ ისაუბრეს.

რობერტ გელბრეითი ჰარი პოტერის ავტორის, ჯოან როულინგის ფსევდონიმია. ამ სახელით მან თავი თრილერის, 21–ე საუკუნის ყველაზე პოპულარულ და გაყიდვადი ჟანრის მიმართულებით სცადა.

”გუგულის ძახილის“ მთავარი გმირი დეტექტივი კორმორან სთრაიქია, რომელიც რადიკალურად განსხვავდება სხვადასხვა ლიტერატურულ ნაწარმოებებში ცნობილი გამომძიებლებისგან. ეს თანამედროვე, კრიმინალური გამოძიებაა, რომელმაც მსოფლიო ბესტსელერებს შორის პირველი ადგილი გამოქვეყნებისთანავე დაიკავა.

რობერტ გელბრეითის წიგნის მიხედვით BBC-ს უკვე დაწყებული აქვს ფილმზე მუშაობა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ