ნიკა მაჭუტაძე პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარებას ითხოვს

პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის“ წარმომადგენელი ნიკა მაჭუტაძე სახელწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის სხდომაზე პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარებას ითხოვს.

როგორც მაჭუტაძემ შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა, სწორედ სარეიტინგო კენჭისყრაზე გამოჩნდება, საკონსტიტუციო კომისიის რომელი წევრი უჭერს მხარს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის მოდელს და ვინ ეწინააღმდეგება იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფოს მეთაურისა და უმაღლესი მთვარსარდალის არჩევის უფლება ჰქონდეთ.

“დღევანდელ სხდომაზე განიხილება პრეზიდენტის ინსტიტუტთან და მის უფლებამოსილებებთან დაკავშირებული საკითხები. ვაპირებ, მოვითხოვო სარეიტინგო კენჭისყრა, თუ ვინ არის მომხრე და ვინ წინააღმდეგი შენარჩუნდეს პრეზიდენტის არჩევის არსებული წესი. საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი მაღალი ნდობითა და ავტორიტეტით უნდა სარგებლობდეს, რაც ასე არ არის. არსებობს ეჭვი იმის შესახებ, რომ საკონსტიტუციო რეფორმა ხელისუფლების პოლიტიკური ძალაუფლების კონსტიტუციაში ჩაწერის მიზნით ხორციელდება.

პარლამენტში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა მიმდინარეობს.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა