"ჯიპიაი ჰოლდინგი" კიდევ ერთ მასშტაბურ დასაქმების პროგრამას აცხადებს - „ჯიპიაის“ საინფორმაციო კამპანია რეგიონებში

სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ დასაქმების მასშტაბურ პროგრამას წელსაც აცხადებს და პროექტის ფარგლებში საცალო გაყიდვების 300 სპეციალისტის აყვანას გეგმავს. ამჯერად, დასაქების პროგრამა თბილისის გარდა რეგიონებსაც მოიცავს. დასაქმების კვირეული 20 თებერვალს დაიწყება და ფორუმები საქართველოს 5 ქალაქში ჩატარდება - ქუთაისი, ფოთი, ბათუმი, ზუგდიდი, თბილისი.

დასაქმების პროგრამის ფარგლებში ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს, ასაკობრივი შეზღუდვის, სამუშაო გამოცდილების და სპეციფიკური განათლების მოთხოვნის გარეშე აძლევს შესაძლებლობას გახდეს „ჯიპიაი ჰოლდინგის“ პროფესიონალთა გუნდის წევრი. პროექტის ფარგლებში კომპანია შერჩეულ კანდიდატებს სთავაზობს გადამზადების უფასო პროგრამას და ანაზღუარებად სამსახურს სწავლების პროცესში. სწავლების პროცესში ანაზღაურება 400 ლარს შეადგენს და მუდმივად მზარდია.

InterPressNews.Geჯიპიაი ჰოლდინგმა აღნიშნულ ქალაქებში უკვე ჩაატარა საინფორმაციო კამპანია, სადაც ადგილობრივ მსურველებს დეტალურად გააცნეს პროექტის შესახებ ინფორმაცია. 20-დან 25 თებერვლის ჩათვლით მათ უკვე „დასაქმების ფორუმზე“ იწვევენ, სადაც კანდიდატები გაესაუბრებიან კომპანიის HR ექსპერტებს.

„ ჩვენ უკვე გვაქვს წარმატებული გამოცდილება, რომელმაც ადასტურებს დასაქმების პროგრამის ეფექტურობას. შარშანდელი დასაქმების ფორუმის შედეგად „ჯიპიაი ჰოლდინგში“ 200 მონდომებული ადამიანი დავასაქმეთ და სიამაყით უნდა აღვნიშნო, რომ ეს ადამიანები დღეს წარმატებულ კარიერას ქმნიან. წლევანდელი დასაქმების კვირეული არის კიდევ ერთი შანსი ნებისმიერი შრომისმოყვარე, აქტიური და მონდომებული ადამიანისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენ გაძლევთ საშუალებას, დაეუფლოთ ახალ პროფესიას, გთავაზობთ უფასო გადამზადების პროგრამას და ანაზღაურებად სამუშაოს სწავლების პროცესშიც კი. ჩვენ ჩავატარეთ საინფორმაციო კამპანია 4 დიდ ქალაქში და დაინტერესება საკმაოდ დიდია. ამ ეტაპზე საკმაოდ ბევრი მსურველია დარეგისტრირებულია. ყველას, მათ შორის, ვისაც არ აქვს რეგიტრაცია გავლილი, ველოდებით ფორუმზე“ - ვახტანგ კორძაია, ჯიპაი ჰოლდინგის „დასაქმების ფორუმის“ პროექტის მენეჯერი.

InterPressNews.Ge„ჯიპიაი ჰოლდინგის“ დასაქმების ფორუმები ჩატარდება:

ქუთაისი - 20 თებერვალი (სასტუმრო „ბაგრატი“)

ფოთი - 21 თებერვალი (ფოთის ცენტრალური ბიბლიოთეკა)

ზუგდიდი - 21 თებერვალი (ზუგდიდის ტექნო პარკი)

ბათუმი - 22 თებერვალი (სასტუმრო ლეოგრანდი)

თბილისი - 24-25 თებერვალი (ექსპო ჯორჯიას III პავილიონი)

(R)

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა