არქიმანდრიტი მამა შიო ე.წ. „ციანიდის საქმეზე“ - დავანებოთ განკითხვებს თავი, ვისაც ეს საქმე ავალია, მიხედავს, მოაგვარებს, დაამშვიდებს და დააწყნარებს

ნუ განიკითხავთ სხვებს, რადგან რასაც ისმენთ, ხშირად ასე არ არის, - ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში არქიმანდრიტმა მამა შიომ განაცხადა.

სამებაში წირვა-ლოცვა არქიმანდრიტმა აღავლინა და ქადაგების დროს ის საპატრიარქოს გარშემო ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე პროცესებსაც გამოეხმაურა.

“მინდოდა მეთქვა, დღევანდელ ძალიან მძიმე მდგომარეობაზე. ძალიან ბევრი ადამიანი დაზაფრულია, შეშინებულია, განსაცდელშია, ძალიან ბევრი განკითხვებშია. მინდა, ყველას გთხოვოთ, განსაცდელი ჩვენ რომ გვინახავს, სად ყოფილა ისეთი, ღვთის წყალობით ამასაც გადავივლით, ყველაფერი დალაგდება, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. მინდა გთხოვოთ, თქვენც თქვენი წვლილი შეიტანოთ ამ დალაგების საქმეში. ნუ განიკითხავთ სხვებს იმიტომ, რომ რასაც ისმენთ, ხშირად ასე არ არის. ძალიან ნურც ინერვიულებთ. ეცადეთ, რომ ილოცოთ, ვთხოვოთ ღმერთს, გვაპატიოს ცოდვები, როგორც ჩვენ - სასულიერო პირებს, ისევე ერს. ეს არ არის თქვენი საქმე, დავანებოთ განკითხვებს თავი, დავანებოთ მრისხანებით საუბარს თავი, ვისაც ეს საქმე ავალია, მიხედავს, მოაგვარებს, დაამშვიდებს და დააწყნარებს. ჩვენ იმდენი მეოხი გვყავს ზეცაშიც და დედამიწაზეც, რომ ღვთის შეწევნით ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. გთხოვთ, ზომაზე მეტად ნუ ინერვიულებთ და განკითხვას საერთოდ დაანებეთ თავი. მივხედოთ ლოცვას, ვედრებას, რომ ღმერთმა ჩვენც გვაპატიოს და ერს აპატიოს ცოდვები”, - მიმართა მრევლს არქიმანდრიტმა შიომ.

არქიმანდრიტმა დღეს მეორედ მოსვლის შესახებ და ადამიანის მიერ მოწყალების გაცემის მნიშვნელობაზე იქადაგა.

ნუ განიკითხავთ სხვებს იმიტომ, რომ რასაც ისმენთ, ხშირად ასე არ არის - მამა შიო "ციანიდის საქმეზე"

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა