დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის ერთ-ერთი მოწმე, ადვოკატი ირმა ჭკადუა საპატრიარქოში იმყოფებოდა. ის საპატრიარქოში ადვოკატ ლილი გელაშვილთან ერთად მივიდა.
ჭკადუამ და გელაშვილმა საპატრიარქო უკვე დატოვეს, თუმცა, რასთან დაკავშირებით იყვნენ საპატრიაქოში, ჟურნალისტებთან არ დაუკონკრეტებიათ.