კომპანია „მათე მოტორსის“ მფლობელი გელა ბარკალაია დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთის ღონისძიების სახით გელა ბარკალაიას პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო სხდომა 4 მარტს გაიმართა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გელა ბარკალაია სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლით (წამება) და 157-ე მუხლით (პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა) არის დაკავებული.