ბექა ნაცვლიშვილი - Doing Business-ის ინდექსში გაუჯობესება და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები პანაცეა არ არის - პანაცეაა დასაქმება და კეთილდღეობა

ფუნდამენტური მნიშვნელობა არა აქვს, ფინანსური ზედამხედველობის სამსახური დამოუკიდებელი ინსტიტუტი იქნება თუ ეროვნულ ბანკს დაექვემდებარება,- აღნიშნული პოზიცია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა, ”ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტის განხილვისას განაცხადა.

ამასთან, ნაცვლიშვილმა ”ქართული ოცნების” წევრებსა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს მიმართა, ნუ მიჰყვებიან იმ ლოგიკას, რომელიც ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით მათ პოლიტიკურ ოპონენტებს გააჩნიათ.

”ნუ ვპასუხობთ და ნუ მივდევთ იგივე ლოგიკას, რა ლოგიკასაც ”ნაციონალური მოძრაობა” და მისი განაყოფი მისდევს - ნუ ვუყურებთ ეკონომიკას იმ საზომებში, რომელშიც ისინი უყურებენ! განსაკუთებით ეს ეხება Doing Business–ის ინდექსში გაუჯობესებას, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს და ასე შემდეგ - ეს პანაცეა არ არის, პანაცეა არის დასაქმება და კეთილდღეობა. თუ რაიმე ზიანის მიყენებაზეა საუბარი, ”ნაციონალური მოძრაობა” 9 წლის განმავლობაში იყო ხელისუფლებაში. შევარდნაძის დროს უმუშევრობა 12% იყო. 2012 წელს, როცა ჩვენ ხელისუფლება გადავიბარეთ - იყო 15% და ახლა ისევ 12%-მდე ჩამოვიდა. აქედან გამომდინარე, საფუძველი არ გაქვთ ისაუბროთ თქვენს წარმატებაზე, ეკონომიკურ მოდელზე, ეკონომიკურ პოლიტიკაზე, სამართლებრივ გადაცდომებსა და ადამიანის უფლებათა დარღვევას რომ თავი დავანებოთ. მთავარია არა ეკონომიკის ზრდა, არამედ ის თუ როგორ ნაწილდება და ეკონომიკის რომელი დარგი ვითარდება”, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, პირველი მოსმენით, მთავრობის საკანონმდებლო პაკეტს იხილავს, რომელიც ეროვნულ ბანკში 2015 წლამდე არსებული სტატუს-კვოს აღდგენას და მის შემადგენლობაში ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის დაბრუნებას ითვალისწინებს.

საკითხი პარლამენტს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ წარუდგინა.

ცვლილებების თანახმად, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ნაცვლად, ეროვნულ ბანკი განისაზღვრება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა