32 ათასი მოქალაქე, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარზე მეტია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ სერვისებს ვეღარ მიიღებს

მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარზე მეტია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ სამედიცინო სერვისებს ვეღარ მიიღებს.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებისთვის დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება. ცვლილებების შესახებ ამ წუთებში შრომისა და ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ბრიფინგს მართავს.

მოქალაქეების რაოდენობა, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარზე მეტია, 32 000-ს შეადგენს. ცვლილებების შედეგად ისინი ვეღარ მიიღებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ სამედიცინო სერვისებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ისინი რჩებიან ჯანდაცვის სახელმწიფო სხვა პროგრამების მოსარგებლეებად.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!