ბათუმის მოვლენებზე ბრალდებულ 9 პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

11-12 მარტს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მომხდარის გამო სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებული 9 პირის, შოთა გორგაძის, რევაზ ქერქაძის, მურმან კონცელიძის, მანუჩარ ფარტენაძის, ზაზა გოგიტიძის, აკაკი კვაჭაძის, რამაზ დუმბაძის, გიორგი გუბელაძისა და მერაბ მურვნიძის სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასრულდა.

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რომლებიც აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს ითხოვდნენ. მოსამართლის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პირებს წინასწარი პატიმრობა მიესაჯათ და მორიგი პროცესი 8 მაისს 14:00 საათზე ჩაინიშნა. პროკურორების თქმით, ძალადობრივ აქციაში მონაწილე პირებს პატიმრობა უნდა შეეფარდოთ.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს