ძლიერმა ქარმა რუსთავში სახურავები დააზიანა, ხეები და ბოძები მოგლიჯა

ძლიერმა ქარმა რუსთავში საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა. მაიაკოვსკის ქუჩაზე ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. ქარმა სახურავები დააზიანა კოსტავას გამზირზე, ჭავჭავაძის, ყაზბეგის, მესხიშვილის და დავით გარეჯის ქუჩებზე. ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი მე-11, მე-12, მე-17, მე-16, მე-17 მიკრო რაიონებისა და მე-11 მიკრო რაიონების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კერძო დასახლებების რამდენიმე ათასი აბონენტი.

ძლიერმა ქარმა დააზიანა მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზები ქაშაკაშვილის ქუჩაზე, ტურგენევისა და ქუჩიშვილის ქუჩების კვეთაზე კი ელექტროგადამცემი ბოძი წააქცია.

მაიაკოვსკის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა რუსთავის მერი დავით ჯიქია. აღნიშნულ მისამართზე ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი მთლინად გადახადა და ეზოში მდგარი ავტომანქანები დაზიანდა. „ძლიერმა ქარმა რუსთავში გარკვეული პრობლემები შექმნა. ყველაზე მძიმე მდგომარეობაა მაიაკოვსკის ქუჩაზე, სადაც ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი პრაქტიკულად მთლიანად გადახადა. ქარმა რამდენიმე მისამართზე მოგლიჯა ხეები და ელექტროგადამცემი ბოძი. მერიაში შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც სტიქიისგან მიყენებულ ზარალს დაითვლის და ამის შემდეგ დავიწყებთ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას", - განაცხადა რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ.

რუსთავის მერიის ცხელი ხაზის ინფორმაციით, ამ დროისთვის სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის შესახებ 20-მდე შეტყობინებაა შესული.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა