სასამართლომ ბათუმის მოვლენებში ბრალდებულ კახაბერ ელიაშვილს 250-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

11-12 მარტის ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა გაიმართა.

როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ბათუმიდან იუწყება, ბრალდებულ კახაბერ ელიაშვილს სამართლადამცავები სიტყვიერ შეურაცხყოფასა და წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებდნენ. კახაბერ ელიაშვილმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე(პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა)  მუხლების საფუძველზე კახაბერ ელიაშვილს 250-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.

ამასთან, ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული როინ ზაქარიაძე არ გამოცხადდა, რის გამოც მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ სასამართლო სხდომა გადადო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს