ბრალდებული რამაზ ხიმშიაშვილი - დღეს სამართალდამცავებმა ვიდეო-მასალა წარადგინეს, სადაც ჩანს, რომ არ ვიგინები

დღეს სამართალდამცავებმა ვიდეო-მასალა წარმოადგინეს, სადაც ჩანს, რომ არ ვიგინები,- ამის შესახებ ბრალდებულმა რამაზ ხიმშიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. იგი ერთ-ერთი პირია, რომლის დაკავებასაც 11 მარტს, ბათუმში საპროტესტო აქცია მოჰყვა. მისი თქმით, სამართალდამცავებმა 10 ლარის ნაცვლად, 50-ლარიანი ჯარიმა მიზანმიმართულად დაუწერეს.

"პატრულმა ვიდეო-მასალა წარმოადინა, სადაც არანაირი გინება არ ისმის, გარდა ჩემი თხოვნისა, რომ ჯარიმა ნაკლები დაეწერათ. საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ნინომ დაადასტურა, რომ მას გინება არ გაუგია. მეორე სამართალდამცავი გვარად ხალვაში გზის მეორე მხარეს იდგა. ვიდეო ფირში კარგად ჩანს ჩემი ავტომობილი არანაირ დაბრკოლებას არ ქმნის. თავად აღიარეს და დამტკიცდა, რომ უკანონოდ არის ჩემთვის 10-ლარიანის ნაცვლად 50-ლარიანი ჯარიმა დაწერილი. ჯარიმის დაწერისას მეუბნებოდა, მიმართეთ სასამართლოსო. ახლა დადგინდა, რომ უკანონოდ დამიწერეს ჯარიმა. ჩემი ადამიანური თხოვნა იყო, არ დაეწერათ. ახლა პატრული სასამართლოზე აცხადებს, რომ შენ ისეთი ჟესტი გააკეთე, შეიგინეო, რაც სიმართლე არ არის", -აცხადებს რამაზ ხიმშიაშვილი.

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში, იმ პირების სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელთა დაკავებასაც 11 მარტს საპროტესტო აქცია მოჰყვა. აღნიშნულ პირებთან დაკავშირებით მოსამართლე ხვალ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება