რუსთავის ბაგა-ბაღებში დალუქული ხორცის ლაბორატორიული კვლევის დასკვნა სავარაუდოდ, 5-დან 7 დღეში გახდება ცნობილი

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ინფორმაციით, რუსთავის ბაგა-ბაღებში დალუქული ხორცის ლაბორატორიული კვლევის საბოლოო დასკვნა სავარაუდოდ, 5-დან 7 დღეში გახდება ცნობილი.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს უფროსი, მირანგულ ლიპარტელიანი აცხადებს, დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, ბაგა-ბაღებში ხორცის მიმწოდებელ კომპანიას კანონით გათვალისწინებული სანქციები დაეკისრება. ,,სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონულ სამმართველოში, ქალაქ რუსთავის ,,ბაგა-ბაღების გაერთიანების“ ხელმძღვანელისგან წერილი შემოვიდა, საბავშვო ბაღში საეჭვო ხორცის დაფიქსირების ფაქტთან დაკავშირებით. ჩვენს მიერ აღნიშნულ ფაქტზე დოკუმენტური შემოწმება განხორციელდა, ამასთან ერთად ხორცის ორგანულ-ელექტიკური დათვალიერება გახდა ბაგა-ბაღებში შეტანილი ხორცის მთლიანი პარტიის დალუქვისა და ლაბორატორიული ანალიზისათვის სინჯების აღების საფუძველი. აღებული ნიმუშები ლაბორატორიაში გადავაგზავნეთ, მისი ვარგისიანობის დადგენის მიზნით. საბოლოო პასუხი 5-დან 7 დღეში იქნება, რაც ჩვენთვის შემდეგი ქმედების საფუძველი გახდება. თუ დარღვევა დაფიქსირდა, კანონმდებლობიდან გამომდინარე, ჩვენ სხვადასხვა სახის სანქციები გვაქვს, მათ შორის არის კომპანიის დახურვა, დაჯარიმება 1000 ლარით“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს უფროსმა მირანგულა ლიპარტელიანმა.

,,რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების“ მიმართვის საფუძველზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონულმა სამმართველომ, გაერთიანების 20 ფილიალიდან 332 კგ 300გრ. საქონლის ხორცი ამოიღო. როგორც ,,რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში“ აცხადებენ, საქონლის ხორცის დამუშავების დროს, ერთ-ერთ ბაგა-ბაღში, მზარეულმა გარეგნული დათვალიერების დროს, პროდუქტის საკვებად ვარგისიანობაში ეჭვი შეიტანა, რის შემდეგაც ყველა ბაგა-ბაღში დალუქული და ამოღებული იქნა ხორცი და მას ლაბორატორიული კვლევა უტარდება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა