ნიკა გვარამია - ორშაბათს დავაფუძნებთ შპს-ს, ”რუსთავი 2”-ის გუნდი იქნება ამ შპს-ს სახელი და ის იქნება ამ 51% წილის მფლობელი

ორშაბათს დავაფუძნებთ შპს-ს, ”რუსთავი 2”-ის გუნდი იქნება ამ შპს-ს სახელი და ეს შპს იქნება ამ 51% წილის მფლობელი, - ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

გვარამიას თქმით, დღეს, 19:00 საათზე ”რუსთავი 2”-ის გუნდი შეიკრიბება და გადაწყდება, რამდენი ადამიანი დააფუძნებს შპს ”რუსთავი 2”-ის გუნდს, თუ ვინ იქნება ამ წილის მფლობელი და მის მართვაზე პასუხისმგებელი.

”ჩვენ მზად ვართ კონსულტაციები დავიწყოთ, ჩვენ შემოთავაზებას ვიღებთ”, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ძმები ყარამანიშვილები მზად არიან ტელეკომპანია ”საქართველოს” წილის 51% კოლექტივს გადასცენ. რაც იმას ნიშნავს, რომ ტელევიზიის მართვა თანამშრომლების ხელში გადავა.

იხილეთ ვიდეო: ორშაბათს დავაფუძნებთ შპს-ს, "რუსთავი 2"-ის გუნდი იქნება ამ შპს-ს სახელი და ის იქნება ამ 51% წილის მფლობელი - ნიკა გვარამია

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს