რუსუდან კერვალიშვილი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს

„ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი რუსუდან კერვალიშვილი სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი სასამართლოდან იუწყება.

კერვალიშვილი მას შემდეგ დააკავეს, რაც სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 4 წლით პატიმრობა შეუფარდა. ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი „ცენტრ პოინტის“ კიდევ ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მაია რჩეულიშვილი, რომელსაც ასევე თავისუფლების 4 წლით აღკვეთა მიესაჯა.

საქმეზე, სააკაძის მოედანზე მდებარე ობიექტის ეპიზოდზე, ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებს მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს, ბრალი თაღლითობისა და თანხების მითვისების მუხლით ჰქონდათ წარდგენილი. გამოძიება მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ამხანაგობა" თაბუკაშვილი 88"-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავებოდა.

ბრალდებულებს თავდაპირველად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, თუმცა მოგვიანებით ბრალდებულებს, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს თავდებში პარლამენტის რამდენიმე წევრი ჩაუდგა, რის შემდეგაც საქმეზე ბრალდებულებისთვის შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეიცვალა. მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილისთვის შეფარდებული 150-150 ათას ლარიანი გირაო უძრავი ქონებით იყო უზრუნველყოფილი, რომელიც სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ”ცენტრ პოინტის” დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, გირაოს პირობების დარღვევის გამო ჩამოართვა და სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართა.

იხილეთ ვიდეო: ატირებული ლელა კილაძე, განაჩენის გამოცხადების შემდეგ - რუსუდან კერვალიშვილი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს