დავით დვალი - 17 წლის წინ მე დავარეგისტრირე დომენი rustavi2.com და 17 წლის განმავლობაში ეს დომენი სხვას არავის ეკუთვნოდა

სრული კატეგორიულობით ვაცხადებ, რომ 17 წლის წინ მე დავარეგისტრირე დომენი rustavi2.com და 17 წლის განმავლობაში ეს დომენი სხვას არავის ეკუთვნოდა, - ამის შესახებ „რუსთავი2“-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს დომენი სხვა ვიღაცას ეკუთვნოდა, რასაც არ ადასტურებს.

”გუშინ გაჟღერდა ინფორმაცია, თითქოს ვიღაც სხვას ეკუთვნოდა, ჩემს მეგობარს. მე სრული კატეგორიულობით ვაცხადებ, რომ 17 წლის წინ პირადად მე დავარეგისტრირე დომენი rustavi2.com, მისი მფლობელი, რეგისტრატორი და ტექნიკური მომსახურება ერთდროულად. ეს დომენი ამ 17 წლის განმავლობაში არასდროს სხვას არ ეკუთვნოდა. დომენი ყოველთვის მეკუთვნოდა მე და როცა ჩავთვალეთ საჭიროდ მისი გამოყენება, ამოქმედება, მაშინ ჩავრთეთ”, - განაცხადა დავით დვალმა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს