დავით დვალი - ჩვენ ეროსი კიწმარიშვილის სამართალმემკვიდრეებს rustavi2.com-ით სარგებლობის სრულ წვდომას ვაძლევთ

ჩვენ ეროსი კიწმარიშვილის სამართალმემკვიდრეებს დომენი rustavi2.com-ით სარგებლობის სრულ წვდომას ვაძლევთ, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „რუსთავი2“-ის თანამშრომლებს არ გაუთიშეს მეილით სარგებლობის უფლება, რათა არ შეუფერხდეს მათ მუშაობა.

”ჩვენ შეგნებულად მივიღეთ გადაწყვეტილება, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, რომ „რუსთავი2“-ის თანამშრომლებს არ გავუთიშოთ მეილით სარგებლობის უფლება, რათა არ შეფერხდეს მუშაობა. აგრეთვე ვუნარჩუნებთ ფაილებზე წვდომის, გადმოგორების და მასალების მიღების სისტემას. ჩვენი ამოცანა არაა შეფერხების გამოწვევა. უბრალოდ, ჩვენ ვიბრუნებთ იმას, რაც მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენება. ამიერიდან ეს საიტი მოემსახურება სიმართლის ინტერესებს და მოემსახურება იმას, თუ რა მოხდა მაშინ და რა ხდება დღეს კულუარული და სამართლებრივი კუთხით”, - განაცხადა დავით დვალმა.

მისივე ინფორმაციით, ეს დომენი მაშინ იყო რეგისტრირებული, როდესაც მფლობელები იყვნენ დამფუძნებლები, ამიტომ ის ეროსი კიწმარიშვილის სამართალმემკვიდრეებს აძლევს დომენით სარგებლობის სრულ წვდომას.

”ეს დომენი დარეგისტრირებული იყო მაშინ, როცა მფლობელები ვიყავით დამფუძნებლები - მე, ჯარჯი აქიმიძე და ეროსი კიწმარიშვილი. ჩვენ ვაძლევთ სრულ წვდომას ეროსი კიწმარიშვილის სამართალმემკვიდრეებს ამ საიტით სარგებლობის”, - განაცხადა დავით დვალმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს