თბილისის ქუჩებსა და პარკებში უფასო ელექტრონული წიგნები „საბასგან“ უკვე ხელმისაწვდომია

დედაქალაქის ქუჩებსა და პარკებში უფასო ელექტრონული წიგნები „საბასგან“ უკვე ხელმისაწვდომია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის - „ქალაქი ბიბლიოთეკა“ განხორციელება დაიწყო. დედაქალაქის 20 ქუჩასა და 6 პარკში უფასო ელექტრონული წიგნები „საბასგან“ უკვე ხელმისაწვდომია.

„უკვე შესაძლებელია უფასო წიგნების ჩამოტვირთვა ვაჟა-ფშაველას, რუსთაველის, ჭავჭავაძის გამზირებზე, გიორგი ლეონიძის, ივანე მაჩაბლის, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩებზე, სულ 20 ქუჩაზე ქალაქის მასშტაბით, რომლებსაც მალე კიდევ 30 მწერლის სახელობის ქუჩა დაემატება. ამ ქუჩებზე დამონტაჟებულ ქუჩის მანიშნებლებზე დატანილი QR კოდების საშუალებით შესაძლებელი იქნება ჩამოტვირთოთ იმ მწერლის ლიტერატურა, რომლის სახელობის ქუჩაზეც დგახართ. მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა იქნება ასევე უფასოდ ხელმისაწვდომი ქალაქის ბაღებსა და სკვერებში. უკვე დამოტაჟდა „საბას“ ელექტრონული ბიბლიოთეკები დედა ენის ბაღში, რიყის პარკში, გეგეშიძის ბაღში, მზიურსა და ჯანო კახიძის პარკში. პარკებში დამოტაჟებულ სტენდებზე „საბა“ მრავალფეროვან ლიტერატურულ არჩევანს გთავაზობთ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„თიბისი ბანკის“ ინფორმაციით, სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტს - „ქალაქი ბიბლიოთეკა“ ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, თბილისის მერიასთან და პრეზიდენტის ფონდთან ერთად, ახორციელებს. სულ, პროექტის ფარგლებში, 300-მდე სტენდი დაიდგმება. „ქალაქი - ბიბლიოთეკა“ თბილისის ერთგვარი ლიტერატურული გზამკვლევი გახდება, რომელიც დედაქალაქს „ღია ცის ქვეშ ბიბლიოთეკად“ აქცევს. გარდა ამისა, ეს პროექტი ასობით ელექტრონული წიგნს უფასოდ ხელმიწვდომს გახდის ნებისმიერი მსურველისთვის.

„ჩამოტვირთვის პროცედურა მარტივია. ტელეფონის QR კოდთან მიახლოებით წიგნი თქვენს სმარტფონში გადმოინაცვლებს და მის წაკითხვას აპლიკაცია SABA READER-ის საშუალებით ნებისმიერ ადგილზე და სიტუაციაში შეძლებთ. გარდა მწერლების სახელობის ქუჩებისა, ელექტრონული ბიბლიოთეკები თბილისის 12 პარკში დაიდგმება. ქუჩების და პარკების შემდეგ კი, ელექტრონული წიგნები თბილისის მეტროპოლიტენშიც შეაღწევს - ელექტრონული ბიბლიოთეკის სტენდების დადგმა მეტროს ყველა სადგურზეა დაგეგმილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია