„თელასი“ ელექტრონული გადახდის სისტემის შეფერხების შესახებ განცხადებას ავრცელებს

კომპანია „თელასი“ ელექტრონული გადახდის სისტემის შეფერხების შესახებ განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ცნობით, სატელეკომუნიკაციო პროვაიდერ კომპანია „სილქნეტში“ შექმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო 4 აპრილს, დაახლოებით 16:00 საათიდან „თელასის“ ელექტრონული გადახდის სისტემასა და ბანკებს შორის კავშირი შეწყდა.

„აქედან გამომდინარე „თელასის“ აბონენტები ვერ იხდიდნენ ელექტროენერგიის საფასურს, რამაც მომხმარებლების სამართლიანი უკმაყოფილება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხარვეზი „თელასისგან“ დამოუკიდებელი მიზეზებით იყო განპირობებული, კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სატელეკომუნიკაციო პროვაიდერი კომპანიის მომსახურება „თელასს“ 4 აპრილის 23:00 საათზე აღუდგა და ამჟამად მომხმარებლებს შეუძლიათ უპრობლემოდ განახორციელონ გადახდები“, - ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი