ქუჩაში თამბაქოს მოწევა არ იკრძალება

ქუჩაში თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებულ რეგულაციებს ”თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტი არ ითვალისწინებს, - ამის შესახებ ”თამბაქოს კონტროლის ალიანსის” ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ამ მიმართულებით არსებულ ინტერესს და უპასუხა კითხვას - ახალი კანონპროექტის თანახმად, შეიძლება თუ არა ქუჩაში მოწევა?

”მე არ ვიცი ვინ გაავრცელა ეს ინფორმაცია, ეს კანონი ამ რეგულაციას არ ითვალისწინებს”, - აღნიშნა გიორგი ბახტურიძემ.

რაც შეეხება კომპანიების ეზოებში მოწყობილ სივრცეს, სადაც თანამშრომლები თამბაქოს ეწევიან. ბახტურიძის განმარტებით, მოქალაქეებს ასეთი სივრცეებით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ.

”ეზოებში რა პრობლემა არის? შენობებს ვეხებით. დახურულ სივრცეში მოწევა აკძალული იქნება. თუკი რესტორანს გარე ტერასა აქვს, ან სამუშაო ადგილს ბაღი აქვს, პრობლემა არ არის, შეუძლია ამით ისარგებლონ”, - განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.

კიდევ ერთი საკითხი ტაქსებში მოწევას უკავშირდება. ტაქსების შემთხვევაში გარდამავალი დებულება არსებობს.

”ამ ეტაპზე აკრძალვა არ ვრცელდება, მაგრამ როგორც კი ტაქსების რეგულაცია შემოვა, მაშინვე ამოქმედდება სრული აკრძალვა ტაქსებში. დღეს ტაქსების არანაირი სტანდარტი და ლიცენზირების ფორმები არ არსებობს. როგორც კი ეს ფორმები შემოვა, იქვე იქნება მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებით პირობა ჩადებული”, - განმარტა გიორგი ბახტურიძემ.

პარლამენტმა ”თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტთა პაკეტის მიხედვით, თამბაქოს მოწევა აიკრძალება დახურულ სივრცესა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ზოგიერთ ღია სივრცესა და შეკრებაზე. ასევე, აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეკლამა, სპონსორობა და პოპულარიზაციის სხვა ფორმები, თამბაქოს ნაწარმის ხილული განლაგება, თამბაქოს რეალიზაცია გზის სავალ ნაწილზე - ე.წ. დრაივი.

ცვლილების მიხედვით, თამბაქოს კოლოფებზე გაიზრდება სამედიცინო გაფრთხილების ზომა და დატანილი იქნება პიქტოგრამებიც. ასევე, დარეგულირდება ელექტრონული სიგარეტის საკითხი.

იხილეთ ვიდეო: აიკრძალება თუ არა ქუჩაში თამბაქოს მოწევა?

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია