თბილისს ისრაელის ქნესეთის წევრი „სიონისტური ბანაკიდან“, იციკ შმული სტუმრობს

თბილისს ისრაელის ქნესეთის (პარლამენტის) წევრი „სიონისტური ბანაკიდან“, იციკ შმული სტუმრობს. ვიზიტის მიზანია საქართველოს ახლოს გაცნობა და „ისრაელის სახლის“ საქმიანობის შესწავლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ისრაელის სახლიდან“ აცნობეს, იციკ შმული ისრაელში ცნობილია, როგორც სოციალური აქტივისტი, ხელმძღვანელობდა სტუდენტურ გაერთიანებას, არის რამდენიმე ლობისტური ჯგუფის წევრი, ქნესეთის წევრის რანგში ყველაზე დიდ ადგილს უთმობს სოციალურ პრობლემატიკას და ამ საქმეში ის ლიდერია.

ქნესეთის წევრის თქმით, მას ბევრი სმენია „ისრაელის სახლში“ კოლეგების სისტემატური სტუმრობის შესახებ, ამიტომ მისი ვიზიტიც „ისრაელის სახლის“ ეგიდით წარიმართება.

9 აპრილს იციკ შმული „ისრაელის სახლის“ დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, იციკ მოშეს შეხვდა. საუბარი „ისრაელის სახლის“ საქმიანობას, ქნესეთთან თანამაშრომლობას, საერთაშორისო ასპარეზზე ისრაელის მხარდამჭერი კამპანიის - ჰასბარას გააქტიურებასა და მეგობარ ქვეყნებში ისრაელის ღირსეულად წარმოდგენის საკითხებს შეეხო.

„მე ახლა თავს ვგრძნობ საკუთარ სახლში. „ისრაელის სახლი“ და მისი ხელმძღვანელი ძალიან ბევრს აკეთებენ და იმედი მაქვს, ამას ისრაელი შესაბამისად დააფასებს. იციკ მოშეს სახით აქ ჩვენ გვყავს ლიდერი და პარტნიორი, რომელიც გვაძლევს მაგალითს, როგორ ვიმოქმედოთ გარეთ საერთაშორისო ასპარეზზე ისრაელის მხარდასაჭერად“, - განაცხადა პარლამენტარმა და დასძინა, რომ ის შეეცდება, „ისრაელის სახლის“ მოდელი სხვა ქვეყნებშიც გადაიტანოს.

ქნესეთის წევრმა საერთაშორისო ასპარეზზე ისრაელ-საქართველოს თანამშრომლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთმანეთის უკეთესად გაცნობა იძლევა კარგ შესაძლებლობას, მხარეები საერთაშორისო ფორუმებზე ერთმანეთს გვერდით დაუდგნენ.

იციკ შმული მიესალმა „ისრაელის სახლის“ ინიციატივას, რომელიც 25 აპრილს, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს, თბილისში ქართველი შინდლერების პარკის გახსნას ითვალისწინებს. პარლამენტარის თქმით, ეს ორი ქვეყნის ურთიერთობებში ახალი ფურცელია.

„ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელის იციკ მოშეს თქმით, „ისრაელის სახლი“, როგორც ქნესეთის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი, დიდ ინტერესს იწვევს ისრაელის პოლიტიკურ ელიტაში. მეტიც, ის აღიარებულია, როგორც სამაგალითო და წარმატებული პროექტი. სწორედ ამიტომაა, რომ ისრაელიდან ოფიციალური ვიზიტების დიდი ნაწილი სწორედ „ისრაელის სახლის“ ეგიდით ხორციელდება. დღევანდელი სტუმარი კი ისრაელში ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკოსია, რომელიც, როგორც შრომის პარტიის წევრი, აქტიურად მუშაობს სოციალურ პრობლემატიკაზე, აქვს საერთაშორისო კონტაქტები და მხარდაჭერა.

„ჩვენი მიზანია არა მხოლოდ რეალური ისრაელის წარმოდგენა, არამედ მეგობარი ქვეყნის უკეთ გაცნობა და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე ორიენტირებული თანამშრომლობის ფორმატის შექმნა. ამაში აქტიურად გვეხმარებიან ქნესეთი, მისი წამყვანი ლიდერები, რაზეც მეტყველებს მათი სისტემატიური ვიზიტები სწორედ „ისრაელის სახლში“ - განაცხადა იციკ მოშემ.

მანვე შეაჯამა ისრაელ-საქართველოს შორის 25-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები და აღნიშნა, საზღვართან დაკავშირებული ემოციური საკითხები იმ სირთულეებს გვაგონებს, რომელმაც სათავე უნდა დაუდოს ქვეყნებს შორის კავშირების ახალ ეტაპს, რაც მხარეებს ავალდებულებს კარგად შეისწავლონ განვლილი 25 წელი, რათა მომავალი ურთიერთობები ემყარებოდეს საერთაშორისო პრაქტიკას და მითებით არ იმართებოდეს.

„ყველა შემთხვევაში, წლის ბოლომდე გველოდება აქტივობის გაძლიერება, რათა რეალობის გააზრების პერიოდი დასრულდეს და მოხდეს მომავალი, შესაძლო გაუგებრობების პრევენცია.

„ისრაელის სახლი“ მზადაა ყველა ორგანოს გაუზიაროს თავის ცოდნა ამ სფეროში“, - განაცხადა იციკ მოშემ.

იციკ მოშემ ქნესეთის წევრს სთხოვა, ჩაერთოს ქნესეთის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფში, რათა აქტიურად იმუშაოს სხვადასხვა საკითხის ლობირებაზე.

ისრაელის ქნესეთის წევრი დღეს კახეთს ეწვია და ღირსშესანიშნაობები დაათვალიერა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა