საფრანგეთის ელჩის შეერთებულ შტატებში, ჟერარდ აროს განცხადებით, საფრანგეთში მემარჯვენე ძალის გამარჯვებამ შესაძლოა ევროზონის დაშლა გამოიწვიოს, რაც მსოფლიო ფინანსური კრიზისი იქნება.
”ამერიკის ხმის” ქართული ბიუროს ინფორმაციით, ამის შესახებ ელჩმა საფრანგეთის მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების კომენტირებისას განაცხადა.
„საფრანგეთის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, ისევე, როგორიც იყო ბრექსიტი და ისევე როგორც გასული წლის ნოემბერში პრეზიდენტ ტრამპის არჩევა. საფრანგეთი ახლა მოქალაქეთა ჯგუფების მხრიდან ერთგვარი ამბოხების მომსწრეა, ჩვენ ვხედავთ პოპულიზმის აფეთქებას, რაც არყევს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებას და პოლიტიკურ კურსს. საფრანგეთს ჰყავს ძლიერი პოპულისტი ლიდერი მარი ლე პენი, თუ ის პრეზიდენტი გახდა, მისი გეგმაა საფრანგეთი ევროპის კავშირიდან გაიყვანოს, რაც მსოფლიო კრიზისი იქნება”, - განაცხადა ელჩმა.
ჟერარდ აროს თქმით, საფრანგეთის არჩევნების მნიშვნელობა ქვეყნის და კონტინენტის საზღვრებს სცდება, რადგან ევროპის კავშირის დაშლის შემთხვევაში "1945 წელს დაწყებული ევროპის ეპოქა“ დასრულდება.