მიხეილ გიორგაძე - გივი ბერიკაშვილის სახით ქართულმა თეატრმა და კინომ, მთელმა საზოგადოებამ ლეგენდარული მსახიობი და ადამიანი დაკარგა

ბატონი გივის ბერიკაშვილის სახით ქართულმა თეატრმა და კინომ, მთელმა საზოგადოებამ სრულიად ლეგენდარული მსახიობი და ადამიანი დაკარგა, - ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ მარჯანიშვილის სახელობის თეატრში განაცხადა, სადაც მსახიობ გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

”პირადად ჩემთვის დღევანდელი დღე განსაკუთრებით მძიმეა იმიტომ, რომ ბატონ გივის ძალიან ახლოს ვიცნობდი. პირადი მეგობრობა გვაკავშირებდა და ბუნებრივია, ჩემთვის ეს ძალიან მძიმეა. ბატონი გივის სახით ქართულმა თეატრმა და კინომ, მთელმა საზოგადოებამ სრულიად ლეგენდარული მსახიობი და ადამიანი დაკარგა. ადამიანი, რომელიც 6 ათეული წლის განმავლობაში მას აბედნიერებდა, ძნელად წარმოგვიდგენია სხვა ადამიანი, რომელიც ასეთ პოზიტივს, ასეთ სიყვარულს ასხივებდა განურჩევლად ყველას მიმართ. ადამიანი, რომელიც გამოირჩეოდა ასეთი თავმდაბლობით და ასეთი უშუალობით”, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

მინისტრმა გივი ბერიკაშვილის ოჯახს, მთელ საზოგადოებას და ყველას, ვინც გივი ბერიკაშვილის ნიჭისა და შემოქმედების თაყვანისმცემელია, მსახიობის გარდაცვალება მიუსამძიმრა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია