სირიაში გაერო-ს მთავარი გამომძიებელი - იდლიბის პროვინციაში ადამიანების უმრავლესობა ჩვეულებრივი ბომბის და არა ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად დაიღუპა

სირიაში გაერო-ს მთავარი გამომძიებლის განცხადებით, 4 აპრილს იდლიბის პროვინციაში ადამიანების უმრავლესობა ჩვეულებრივი ბომბის და არა ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად დაიღუპა. ეს განცხადება პაულო სერხიო პინეირომ, ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

სირიაში გაერო-ს საგამოძიებო კომისია სირიაში შესაძლო ქიმიური იარაღის გამოყენებას იძიებს. პინეიროს თქმით, გამოძიების შუალედური შედეგებით დადგინდა, რომ მაშინ, როდესაც ქიმიური გაზი აფეთქდა, პარალელურად მასშტაბური საჰაერო დაბომბები განხორციელდა, რასაც უამრავი ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარიდან რამდენიმე საათის შემდეგ კი კიდევ ერთი საჰაერო იერიში საავადმყოფოზე განხორციელდა.

სირიაში გაერო-ს გამომძიებლის თქმით, დროთა განმავლობაში სირიის კონფლიქტში მონაწილე მხარეების ქმედებებით, მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს