ადვოკატი - მერაბ ღოღობერიძე თავს დამნაშავედ არ ცნობს, მისი უფლებები შეიზღუდა

11-12 მარტის ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებული მერაბ ღოღობერიძის ადვოკატი ზაზა პაპიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ნახვა დაკავებიდან სამი საათის განმავლობაში ვერ შეძლო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პაპიძემ განუცხადა, მერაბ ღოღობერიძეს დაცვის უფლებები შეეზღუდა.

„სახალხო დამცველის წარმომადგენლის ჩარევის შედეგად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მოვინახულე. მერაბ ღოღობერიძე 11-12 მარტის ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული. ბრალდებული თავს დამნაშვედ არ ცნობს. დაკავებისას სამართალდამცავებმა მას უფლებები არ განუმარტეს. მას ტელეფონით სარგებლობის უფლებაც ჩამოართვეს. დაკავების შემდეგ ვეძებდით, თუ სად იმყოფებოდა, არ ვიცოდით საავადმყოფოში იყო თუ იზოლატორში იყო. ბოლოს აღმოვაჩინეთ, რომ აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. მისი დაცვის უფლება შეზღუდული იყო, სამი საათის განმავლობაში ვითხოვდი შეხვედრას. საქმეზე სასამართლო პროცესი სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ გაიმართება“,- აცხადებს ზაზა პაპიძე.

ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, გუშინ სამართალდამცველებმა მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნული პირები დაკავებულები არიან სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ან/და მათზე თავდასხმა.

ბათუმის მოვლენების განვითარებამდე, არასამთავრობო ორგანიზაცია "კორუფციასთან ბრძოლის" საინფორმაციო ცენტრის ხელმღვანელმა მერაბ ღოღობერიძემ აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან საპროტესტო აქცია გამართა, სადაც საამმართველოს უფროსის, კახა ბუხრაძის გადადგომას ითხოვდა. 11-12 მარტს პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე, სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა, სადაც რამდენიმე პირი დააკავეს. პროტესტის ნიშნად, აქციის მონაწილეებმა აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გადაინაცვლეს. აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, შეკრებილები კახა ბუხრაძის გადადგომას და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ. ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, ათეულობით მოქალაქე ადმინისტრაციული სამართალდარვევის ფაქტზე დააკავეს და გაათავისუფლეს, ამასთან, სისხლის სამართლის ბრალდებით 18 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო