მერაბ ღოღობერიძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

11- 12 მარტის ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულ მერაბ ღოღობერიძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

როგორც ჟურნალისტებს ადვოკატმა პაატა შავაძემ განუცხადა, ბრალდებულის გათავისუფლებას გირაოს სანაცვლოდ შეეცდება. მისივე თქმით, მერაბ ღოღობერიძე წარდგენილ ბრალს უარყოფს და პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

„მერაბ ღოღობერიძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქმეზე მტკიცებულებები ჯერ არ ჩაგვბარებია, რომელიც 14 ტომს შეიცავს. აქედანვე მიმაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს ვერ გადალახავს ეს საქმე. მერაბ ღოღობერიძე მის ოჯახს გამართლებული დაუბრუნდება. პირველი წარდგენის ეტაპზე შევეცდებით გირაითი გავათავისუფლოთ. თვითონ ბრალს არ აღიარებს და როგორ შეიძლება ადამიანმა არჩადენილი დანაშაული აღიაროს?! იგი ამ დროისთვის შიმშილობს. დაცვის ქვეშ მყოფმა არჩია, რომ მე უნდა დავიცვა მისი უფლებები", - აღნიშნა პაატა შავაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს