ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძისთვის პატიმრობის შეფარდებას სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა

ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძისთვის აღკვეთი ღონისიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდებას სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. 11-12 მარტს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მომხდარ ინციდენტში ბრალდებულ ირაკლი ჩხვირკიას დედის განცხადებით, მოსამართლემ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო. ციცო ჩხვირკიას თქმით, მის შვილს დანაშაულებრივი ქმედება არ ჩაუდენია.

”ჩემი შვილი უდანაშაულოა. მე დასაკარგი არაფერი მაქვს. ერთადერთი შვილი ობლობაში, გაჭირვებაში, ლტოლვილობაში მყავს გაზრდილი”, - განაცხადა ციცო ჩხვირკიამ.

აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მომხდარის გამო სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულ ორ პირს, მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა, რომლებიც აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მორიგი პროცესი 20 ივნისს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს