ტარიელ ხეჩიკაშვილი და რუსთავის მერი რუსთავის ავტოდრომის მფლობელებს შეხვდნენ

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი კახაბერ გუგეშაშვილი, რუსთავის მერი დავით ჯიქია და საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე საავტომობილო სპორტის ფედერაციის ხელმძღვანელებსა და რუსთავის ავტოდრომის მფლობელებს შეხვდნენ.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 29 მარტის #193 დადგენილებით, ქონების გადასახადზე არსებული განაკვეთი შემცირდა ავტო-მოტო სპორტის დარგში და დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 0,1% ოდენობით, 2022 წლის 1 იანვრამდე განისაზღვრა.

,,აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის ფორმატი კიდევ უფრო ფართოვდება. არა ერთი ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს ინვესტიციების ზრდის კერძო სექტორის მხრიდან სპორტის განვითარების კუთხით. მისასალმებელია და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ შოთა აფხაზავას, მან ძალიან დიდი ინვესტიციები გააკეთა, თითოეული ჩვენთაგანი ვიყავით მონაწილე იმ დიდი ზეიმისა, რაც ერთი თვის წინ შედგა. ახლა კარგი ნაბიჯი გადადგა ადგილობრივმა ხელისუფლებამ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და ავტოდრომს გადასახადი შეუმცირა. ეს თანხები, რომელიც დაეზოგება ბიზნესს, მიმართული იქნება სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. ამ ინიციატივის შედეგი უკვე სახეზეა, ავტოდრომის ტერიტორიაზე მოეწყო ერთ-ერთი საუკეთესო კარტინგ ცენტრი და აქ არა ერთ საერთაშორიო ტურნირს უმასპინძლებს საქართველო. ავტო და მოტო სპორტის მოყვარულებისათვის, ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი“, - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

როგორც რუსთავის მერმა, დავით ჯიქიამ განაცხადა, ადგილობრივმა თვითმმართველობამ რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომს გადასახადები შეუმცირა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რუსთავის ავტოდრომისა და ზოგადად ავტო-მოტო სპორტის განვითარებისთვის.

,,რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი რეგიონის მასშტაბით ყველაზე დიდი სპორტული კომპლექსია. ამ ცვლილების შედეგად გამოთავისუფლებული თანხის რეინვესტირება გახდა შესაძლებელი. მე იმედი მაქვს, რომ რუსთავი კიდევ არაერთხელ უმასპინძლებს საერთაშორისო ტურნირებს“, - განაცხადა რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ.

რუსთავის ავტოდრომზე საერთაშორისო დონის კარტინგის ტრასის მშენებლობა დასრულდა, რომელიც მაისში ოფიციალურად გაიხსნება. დღესვე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა კახაბერ გუგეშაშვილმა, რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ და საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძემ საავტომობილო სპორტის ფედერაციის ხელმძღვანელებსა და რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის მფლობელ შოთა აფხაზავასათან ერთად, ახალი კარტინგ ცენტრი დაათვალიერეს და ახალი ტრასა მოსინჯეს. რბოლაში მათთან ერთად ჟურნალისტებმაც მიიღეს მონაწილეობა. აქამდე არსებული განაკვეთით ავტო-მოტო სპორტის დარგში ჩართულ კერძო ორგანიზაციებს ქონების გადასახადის ნაწილში დიდი საგადასახადო ვალდებულებები უგროვდებოდათ. აღნიშნული დავალიანების დაფარვა სპორტში საქმიანობიდან თითქმის შეუძლებელია. შეღავათიანი განაკვეთის დადგენა სპორტის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. რუსთავის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის ცვლილების შესახებ დადგენილება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა. 2015 წელს სპორტულ ობიექტებს ქონების გადასახადზე შეღავათი თბილისის საკრებულომ დაუწესა. საგადასახადო შეღავათი სახელმწიფო ან კერძო სპორტული ორგანიზაციის ბალანსზე არსებულ ქონებას, კერძოდ სპორტულ დარბაზებს, საფეხბურთო სტადიონებს, საცურაო აუზებს და სხვა სპორტულ ობიექტებს შეეხო. აღნიშნული პოლიტიკა სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება, რაც სპორტის განვითარებას მნიშვნელოვნად წაახალისებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
BTU სტუდენტებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა