რუსთავში მდებარე ბინებში გაზგამათბობლების 70-75% არასწორად არის დამონტაჟებული, - ამის შესახებ ,,სოკარ ჯორჯია გაზის“ რუსთავის სერვის ცენტრის მენეჯერმა გელა წერეთელმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, შემოწმებული 7 582 ბინიდან 4 683 ბინაში გაზგამათბობლები არასწორად და კუსტარულად არის დამონტაჟებული.
,,რუსთავში სულ შემოწმებულია 15 367 ბინა. აქედან 7 785 ბინის შემოწმება, ვერ მოხერხდა. ნაწილი დაკეტილია, ნაწილში არ შეგვიშვეს. სულ შემოწმებულია 7 582 გამათბობელი, საიდანაც 4 683 თვითნებურად და არასწორად იყო დამონტაჟებული. შეუმოწმებელ ბინებშიც, სავარაუდოდ, მსგავსი სურათია. ანუ რუსთავში მდებარე ბინებში გაზგამათბობლების 70-75% არასწორად არის დამონტაჟებული“, - აცხადებს გელა წერეთელი.
,,სოკარ ჯორჯია გაზის“ რუსთავის სერვის ცენტრში აღნიშნავენ, რომ გაზგამათბობლების შემოწმება რუსთავში გაგრძელდება.
მიმდინარე წლის თებერვალსა და მარტში, რუსთავში CO-თი ინტოქსიკაციის ათამდე შემთხვევა ლეტალური შედეგით დასრულდა.