თბილისის კონსერვატორია 100 წლის იუბილეს რეაბილიტირებული შენობით შეხვდა

ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში თბილისის უმაღლესი სამუსიკო სასწავლებლის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მუსიკალური ფესტივალი გაიხსნა. კონსერვატორიის დიდ დარბაზში გამართულ ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია და თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი დაესწრნენ.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, საიუბილეო ღონისძიება კონსერვატორიის რეაბილიტირებულ ისტორიულ შენობაში ჩატარდა. გრიბოედოვის ქუჩა N8/10-ში მდებარე შენობის რეაბილიტაცია თბილისის მერიის დავალებით თბილისის განვითარების ფონდმა განახორციელა.

სამუშაოები პროექტ „ახალი ტფილისის“ ისტორიულ-კულტურული ძეგლების და სხვა შენობების რეკონსტრუქციის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

აღდგენითი სამუშაოების ფარგლებში სრულად აღდგა ისტორიული შენობის ფასადზე არსებული ნაძერწი დეტალები და ქანდაკებები. რესტავრაცია ჩაუტარდა დაზიანებულ აივნებს და ძველებურ ხის კარებს. სარესტავრაციო სამუშაოები ძეგლებზე მუშაობის წესების სრული დაცვით ჩატარდა.

კონსერვატორიის ისტორიული შენობის რეაბილიტაცია თბილისის განვითარების ფონდმა 2017 წლის მარტში დაიწყო და აპრილის ბოლოს დაასრულა.

ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიიის შენობა, კულტურული მემკვიდერეობის უძრავ ძეგლს წარმოადგენს და არქიტექტორ ალექსანდრე შიმკევიჩის პროექტით 1901-04 წლებშია აგებული. ოფიციალურად იგი 1917 წლის 1 მაისს გაიხსნა, 1924 წლიდან მას სახელმწიფო კონსერვატორიის სტატუსი მიენიჭა. 1947 წლიდან თბილისის კონსერვატორია ქართველი მომღერლის ვანო სარაჯიშვილის სახელს ატარებს.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა