მეზობლების ინფორმაციით, საბერძნეთში გარდაცვლილ დიანა ბერიძეს ერთ კვირაში დაკრძალავენ

საბერძნეთში გარდაცვლილ დიანა ბერიძეს ერთ კვირაში დაკრძალავენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარდაცვლილის ქობულეთელმა მეზობლებმა განუცხადეს.

როგორც ქობულეთში მცხოვრები ჯემალ ლამპარაძე განმარტავს, საბერძნეთში დიანა ბერიძის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. მისივე ინფორმაციით, პირველადი დათვალიერების შედეგად ქალბატონს ორგანოების ამოღების კვალი არ ეტყობა.

"ოჯახის წევრებს ვესაუბრეთ და ერთი კვირის განმავლობაში გარდაცვლილის დაკრძალვა ვერ მოხერხდება, რადგან ამ დრომდე მას ექსპერტიზა უტარდება. როგორც გვითხრეს, პირველადი დათვალიერების შედეგად ორგანოების ამოღების კვალი არ ეტყობა. საქმეზე ორი ექთანიც დააკავეს", - აცხადებს ჯემალ ლამპარაძე.

ბერძნული მედიის ცნობით, რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ 36 წლის ქართველი დიანა ბერიძე სალონიკის გარეუბანში გარდაცვლილი იპოვეს. მათივე ინფორმაციით, ის სავარაუდოდ, მოკლულია. ბერძნული მედიის ინფორმაცით, აღნიშნულ საქმეში ბრალდებულია 38 წლის ბერძენი ექიმი, რომელიც სამართალდამცველებმა ათენში დააკავეს.

რა გახდა ცნობილი დიანა ბერიძის ცხედრის ექსპერტიზის მიმდინარეობისას - ახალი დეტალები საბერძნეთიდან

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ