სოფელ ენაგეთში ახალი სკოლა აშენდება

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ენაგეთში ახალი სკოლა აშენდება. ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ თეთრიწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხემძღვანელმა გულნაზი აფციაურმა განუცხადა.

როგორც აფციაური აცხადებს, ენაგეთში სკოლა მე-19-ე საუკუნის ორ შენობაშია განთავსებული, შენობა ძველია და რემონტს არ ექვემდებარება. მისივე თქმით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ენაგეთში მიმდინარე წელს ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, ახალი სკოლის მშენებლობას გეგმავს, ამისათვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია.

,,სკოლის ორივე, ზედა და ქვედა შენობა მართლაც ძველია და მე-19 საუკუნით თარიღდება, პრაქტიკულად ისტორიული შენობებია. ზედა შენობის ქვეშ, სარდაფში სასმელი წყლის ჭაც კი არის. წყარო სკოლის ეზოშიც მოედინება, რომლითაც სოფლის მოსახლეობა სარგებლობს და სწორედ ამიტომ ტერიტორიასაც კი ვერ ვღობავთ. მართალია შენობა ძველია, მაგრამ მოსწავლეებს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ. ეს რომ ასე იყოს, თავად სკოლა ატეხდა განგაშს და ჩვენ აუცილებლად ვიქირავებდით სხვა შენობას და ბავშვებს იქ გადავიყვანდით. რამდენიმე დღის წინ ვიყავი ენაგეთში და ორივე შენობა დავათვალიერე. ამის მიუხედავად ჩვენ მაინც მივმართეთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ახალი შენობის აშენება ვთხოვეთ. როგორც ვიცი, საპროექტო სამუშაოები უკვე დაწყებულია და გვპირდებიან, რომ ახალი სკოლა სექტემბერში უკვე მზად იქნება“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში გულნაზი აფციაურმა.

სოფელ ენაგეთის სკოლის შენობები 1865 წლით თარიღდება და ისინი ადგილობრივ თავად ნიკო ყორღანაშვილს აუშენებია. ენაგეთის სკოლაში დღეისათვის 23 მოსწავლე სწავლობს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან