ბათუმის საქალაქო სასამართლოში მერაბ ღოღობერიძის პროცესი მიმდინარეობს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია "კორუფციასთან ბრძოლის" საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის მერაბ ღოღობერიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო დღეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვებზე მსჯელობს, სამართალდამცავები ღოღობერიძეს პოლიციელების კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას ედავებიან.

სხდომის დაწყებამდე მერაბ ღოღობერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი დაკავება დიდხანს იგეგმებოდა და პოლიტიკურად მიზანმიმართულად მოხდა.

23 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაცია "კორუფციასთან ბრძოლის" საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი მერაბ ღოღობერიძე თავდაპირველად სამართალდამცველებმა, ბათუმში ღვედის არქონის გამო დასაჯარიმებლად გააჩერეს, მოგვიანებით კი პოლიციისთვის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. იგი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი, ბრალი სისხლის სამართლის მუხლითაც წაუყენეს და აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.

ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის ბრალდებით 20 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, ამათგან მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხვირკიას აქციის ორგანიზება ედებათ ბრალად.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს