Aerosmith-ის კონცერტთან დაკავშირებით 20 მაისს ბათუმი-ქობულეთი-ურეკის მიმართულებით დამატებითი მატარებლები დაინიშნა

Black Sea Arena-ზე ჯგუფ Aerosmith-ის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის „საქართველოს რკინიგზა“ 20 მაისს ბათუმი-ქობულეთი-ურეკის მიმართულებით მატარებლებს ნიშნავს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს რკინიგზიდან“ აცნობეს.

მათი ცნობით, მატარებლით მგზავრობის ღირებულება ბიზნეს კლასისთვის შეადგენს 10 ლარს, I კლასით მგზარობის საფასურია 8 ლარი, ხოლო II კლასით მგზავრობა შესაძლებელია 6 ლარად.

„მატარებლები შემდეგი გრაფიკით იმოძრავებენ: კენტ რიცხვებში - მატარებელი №7001 ბათუმიდან გავა 16:00 საათზე, ქობულეთში იქნება 16:18-16:21 საათზე, ხოლო ურეკში ჩავა 16:46 საათზე. სამგზავრო მატარებელი №7003 ბათუმიდან გავა 18:10 საათზე, ქობულეთში იქნება 18:28-18:31 საათზე, ურეკში ჩავა 18:56 საათზე. მატარებელი №7005 ბათუმიდან გავა 21:30 საათზე, ქობულეთში ჩავა 22:01-22:04 საათზე, ურეკში იქნება 22:22 საათზე.

ლუწ რიცხვებში - მატარებელი №7002 ურეკიდან გავა 17:05 საათზე, ქობულეთში იქნება 17:27-17:31 საათზე, აღნიშნული მატარებელი ბათუმში ჩავა 17:50 საათზე. მატარებელი №7004 ურეკიდან გავა 19:35 საათზე, ქობულეთში იქნება 20:05-20:09 საათზე, ბათუმში ჩავა 20:27 საათზე. სამგაზვრო მატარებელი №7006 ურეკიდან გავა 0:15 საათზე, ქობულეთში ჩავა 0:39-0:43 საათზე და ბათუმში იქნება ღამის 1:01 საათზე.

აღნიშნულ სამგზავრო მატარებლებზე ბილეთის ღირებულება ბიზნეს კლასისთვის შეადგენს 10 ლარს, I კლასით მგზარობის საფასურია 8 ლარი, ხოლო II კლასით მგზავრობა შესაძლებელია 6 ლარად. I და II კლასით მგზავრობისას ბავშვებზე მოქმედებს შეღავათიანი ტარიფი“, - აღნიშნულია „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციაში.

მანამდე "საქართველოს რკინიგზამ" დამატებითი რეისები თბილისიდანაც დანიშნა, რომლის ბილეთებიც უკვე გაყიდულია.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია