სოფლის მეურნეობის მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან ერთად სოფლის მეურნეობის პროექტები განიხილა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან ერთად სოფლის მეურნეობის პროექტები განიხილა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, 20-21 მაისს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) ორგანიზებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, კახეთის რეგიონში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა მიზნად ისახავდა სოფლის მეურნეობის პროექტების, ძირითადად კი, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის დეტალურ განხილვას და ამ მიმართულებით ჟურნალისტების ცნობიერების ამაღლებას.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, ისეთი სტიქიური მოვლენების დროს, როგორიც ბოლო დღეებში ქვეყანაში ხდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აგროდაზღვევის როლი ფერმერებისთვის მიყენებული ზარალის შემცირებაში. მინისტრმა მედიის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის სტარტეგიის პრიორიტეტები გააცნო და სამინისტროს მიერ შემუშავებული სახელმწიფო პროგრამების მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.

ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა, თუმცა მისი ბიომრავალფეროვნების და უნიკალური კლიმატური პირობების გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობის განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია.

”სოფლის მეურნეობის მინისტრმა იმ გამოწვევებზეც (ფრაგმენტული მიწა, მსხვილი ინვესტიციების მოზიდვა, მაღალი ღირებულების მქონე პროდუქციის წარმოების განვითარება და სხვა) ისაუბრა, რომლის დაძლევის გზებზე სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბოლო წლების განმავლობაში, აქტიურად მუშაობს. ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული ყველა არსებული რესურსი, რათა დარგი ეფექტურად განვითარდეს და საქართველოს ეკონომიკის კონტრიბუტორი გახდეს”, - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში დისკუსიაც გაიმართა, სადაც განიხილეს დარგის განვითარების ახალი მიდგომები, სტიქიის დროს ზარალის ანაზღაურების საკითხები, მიწის გასხვისების რეგულაციები, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია, DCFTA და ადგილობრივი პროდუქციის ევროპის ბაზარზე ექსპორტის მნიშვნელობა, შესანახი და სამაცივრე მეურნეობების განვითარების აუცილებლობა, სუბსიდირება და მეღვინეობის განვითარების საკითხები, ღვინის პოპულარიზაცია და მარკეტინგული ღონისძიებები (ჩინეთიი, იაპონია, კორეა, პოლონეთი, აშშ, ინგლისი) და კოოპერაციის მნიშვნელობის საკითხები.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა, მამუკა კვარაცხელიამ მედიის წარმომადგენლებს სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტების მნიშვნელობასა და მიმდინარეობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის ძირითადი ნაწილი აგროდაზღვევის პროგრამის დეტალურ განხილვას დაეთმო. აგროდაზღვევის პროექტის მენეჯერმა, ლევან მაღრაძემ ჟურნალისტებს დეტალურად გააცნო აგროდაზღვევის პირობები, ტექნიკური დეტალები და პროექტის სამომავლო განვითარების სტრატეგია.

”ორდღიანი შეხევედრის ფარგლებში, მედიის წარმომადგენლებმა სოფლის მეურნეობის მინისტრისგან და პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებისგან მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს. როგორც ჟურნალისტებთან შეხვედრაზე აღინიშნა, ახლო მომავალში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსთან ერთად G4G აგროდაზღვევის თემაზე საჯარო დისკუსიის გამართვას კერძო სექტორთან გეგმავს”, - განმარტავენ სამინისტროში.

„მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხუთწლიანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის დახმარებას ბიზნესის ხელშემწყობი გარემოს გაუმჯობესებისთვის საკანონმდებლო და მარეგულირებელი რეფორმების სამართლიანად და გამჭვირვალედ დაგეგმვის და განხორციელების მხარდაჭერით. G4G მჭიდროდ თანამშრომლობს ქართულ მედია საშუალებებთან ეკონომიკური რეფორმების პოპულარიზაციის მიზნით.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ